Thursday, April 26, 2012


ანანური



View Larger Map

აგრარული უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში 2500 სტუდენტი სწავლობს. 2012 წელს აგრარულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე სტუდენტების ინტერესი რადიკალურად, 7-ჯერ გაიზარდა. შედეგად 2012 წელს,  აგროტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 40 აბიტურიენტია, საინჟინრო-ტექნოლოგიურზე - 36 აბიტურიენტი ერთ ადგილზე.
უნივერსიტეტს 3 ძირითადი მიმართულება აქვს - აგროტექნოლოგიური: მევენახეობა-მეღვინეობის, აგრონომიული, სატყეო, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების, სავეტერინარო მედიცინის და ზოოტექნიის სპეციალობები, საინჟინრო-ტექნოლოგიური: ელექტროინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიის, ინჟინერ-მშენებლის,  აგროინჟინერიის სპეციალობები და  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება.
უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია (რაზეც 4 მლნ დოლარი დაიხარჯა). სასწავლო ლაბორატორიები თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, აქ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული ცოდნა მიიღონ. ლაბორატორიების აღჭურვა გრძელდება.

განათლება საქართველოში:
უმაღლესი
პროფესიული
ზოგადი